მინდა მოვეფერო გულში ვაკოცო ქალაქს, რომელსაც ვერ დატოვებ, ვერასოდეს დაკარგავ. სითბოს, სიყვარულის და ღიმილის ქალაქი, მერწმუნე, სხვა ქალაქებს ის არაფრით არა ჰგავს. ბევრჯერ დაანგრიეს, გადაწვეს და გათელეს, მაგრამ რწმენას, ვაჟკაცობას მაინც არ კარგავს. ბევრჯერ წაართვეს საამაყო შვილები და მაინც მტრის ჯინაზე უფრო მეტი გაზარდა. ვერასოდეს ვუღალატებ, ამას ვერ შევძლებ მეც მისი შვილი ვარ ამის უფლება არა მაქვს არ მაქვს უფლება მის ლამაზ გულში ვცხოვრობდე არ ვიყო კაცი ვინმემ მოღალატე დამარქვას. მე აქ გავიზარდე, სიყვარული ვისწავლე. ვისწავლე ერთგულება და დავდივარ ამაყად. მე არასოდეს დამიკარგავს სინდისი. სხვა შეცდომებს მაპატიებს თბილისი. სულ გაგიფრთხილდები, გპირდები, მოგეფერები სულ. შენი შვილი ვარ შენი ვიქნები სულ. როგორც მშობელ დედას, ისე დაგიფიცებ შენ მზეს, შენ ცას ვერასდროს დავივიწყებ. ყველაზე ლამაზია ჩვენი საფიცარია აქ ვცხოვრობ, აქ მიყვარს, აქ მიხარია. ჯადოსნური სანატრელი - ჩვენი სიამაყე ყველას ხიბლავს, აჯადოვებს შენი სილამაზე ჩემი თბილისი იქნება სულ ჩემი თბილისი. სულ მეყვარება მისი აგვისტო და ივლისი. წელიწადის ყველა დრო, როცა წვიმს და როცა თოვს, როცა ცივა, როცა ცხელა, როცა გარეთ არის ყველა. მიყვარს აქაური დილა, მიყვარს აქაური ღამე, მიყვარს აქაური ცა, პატარა ლამაზი ზღვა მიყვარს, მიყვარს ქუჩები სუფთა და ნათელი, ულამაზესი ქალბატონები, ბიჭები ჯანმრთელი ყველა ომში წამსვლელი, არა დამსმენი. კარგი გაზრდილები, სიმართლის დამცველნი. ზრდილობიანები, ხალისიანები, კარგები, მართლები, ნამუსიანები. არა, არ ვამბობ, რომ უნაკლოა ყველა. ბევრ კარგში ცოტა ცუდი მაინც გაერევა. ზოგს არაფერი შველის, ზოგს კი უნდა შველა ნაღდ თბილისელს კარგი ცუდში არ აერევა მთავარია მეგობრობა იცოდე! არ უღალატო, თუ ძმაკაცი გიწოდეს! შეცდომების პატიება შეგეძლოს, აკეთე სიკეთე ისე, რომ არავინ იცოდეს!

KABU - Tbilisi (Lyrics) / კაბუ - თბილისი (ტექსტი) ❤კაბუ ტბილისიკაბუ თბილისი ტექსტიკაბუ თბილისიkabu tbilisikabu tbilisi lyricskabu tbilisi teqsti